logo
ENG



იმედის ეგზიტპოლზე დაყრდნობით ქართული ოცნება არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს

26 ოქტ 202420:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/26/5h2914nr6rye1jf.jpg

იმედის ეგზიტპოლზე დაყრდნობით ქართული ოცნება არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ამავე დროს, GORBI-ს ეგზიტპოლის შედეგებით, ქართულმა ოცნებამ 56% მიიღო, ამავე დროს, სხვა ეგზიტპოლები აჩვენებს, რომ ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ ჯამურად მმართველ პარტიაზე მეტი აიღო.

"იშვიათია ასეთი შემთხვევა, რომ ერთი და იგივე სიტუაცია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს, ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ და ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას, გასაგებია, რომ ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ, მაგრამ საზოგადოება არ არის არცერთ მდიდარ ქვეყანაზე ნაკლები საზოგადოება, სწორედ ამ შეგნებით, ეს არის გადამწყვეტი ჩვენთვის და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დიდ წარმატებას მიაღწევს უახლოეს ისტორიაში", - განაცხადა ივანიშვილმა პარტიის ოფისის წინ შეკრებულ მოქალაქეებთან.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ფორმულას ეთერში Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგი გამოცხადდა. 

18:00 საათის მონაცემებით, შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 40.9%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 16.7%
  • კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 16.7%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10.3%
  • გახარია - საქართველოსთვის - 8.2%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2.3%
  • ლეიბორისტული პარტია - 2%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 2%
  • სხვა პარტიები - 0.9%

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა ეგზიტ- პოლი მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოიკითხა 14946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.


close დახურვა