logo
ENG



იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

30 სექ 202311:49
3 წუთის საკითხავი
clock 13778

იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც ფორმულას უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მუხლი, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.

არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მეცხრე კლასელ მოსწავლეზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა - არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა.

უფლებადამცველის თქმით, ამის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა პოლიცია საქმეში მხოლოდ იურისტის მიმართვის საფუძველზე ჩაერთო.


close დახურვა