logo
ENG



იმერეთის კარანტინში 275 მოქალაქეა მოთავსებული

20 მარ 202008:27
3 წუთის საკითხავი
 

იმერეთის კარანტინში 275 მოქალაქეა მოთავსებული. მათგან 127 ადამიანი საირმეში იმყოფება, 31 საჩხერეში, 117 კი წყალტუბოში.  

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კარანტინში მყოფ ადამიანებს ჯანმრთელობის მონიტორინგი უტარდებათ. ამ დროისთვის კლინიკაში გადაყვანას არც ერთი მათგანი არ საჭიროებს. 

"ხდება როგორც თვითიზოლაციაში კარანტინიდან გადაყვანა, ისე პერიოდულად ხდება შევსებაც. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად არის დატვირთული საირმე. სტაციონარში გადაყვანა საჭიროება არ დამდგარა", - განაცხადა გიორგიძემ


close დახურვა