logo
ENG



იმნაძე: გაზაფხულზე პირველი ტალღა ავიცილეთ და ახლა გვაქვს, როცა მსოფლიოში მეორე ტალღაა

19 ოქტ 202016:57
3 წუთის საკითხავი
 
იმნაძე: გაზაფხულზე პირველი ტალღა ავიცილეთ და ახლა გვაქვს, როცა მსოფლიოში მეორე ტალღაა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველომ პირველი ტალღა გაზაფხულზე აიცილა და ის ახლა აქვს მოსახლეობას, როცა მსოფლიოში მეორე ტალღაა.

იმნაძე TV პირველის ეთერში ამბობს, რომ ამით მათ ფორა მიეცათ. 

"პირველი ტალღა არ ყოფილა, მაგრამ რატომ არ იყო ეს პირველი ტალღა? იმიტომ, რომ დროულად მოხდა იმის გაკეთება, რაც სხვა ქვეყნებმა გვიან გააკეთეს და ვერ აიცილეს პირველი ტალღა. ჩვენ გავაკეთეთ დროულად და ამიტომ ჩვენ ამხელა ფორა მოგვეცა, რომ პირველი ტალღა არ ყოფილა ამ ქვეყანაში და არც არავის უნახია. რეალურად ჩვენ ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო გაზაფხულზე. ახლა ყველას რომ მეორე აქვს, ჩვენ პირველი გვაქვს. ამასობაში ჩვენ გამოცდილება დავაგროვეთ, ვისწავლეთ", - განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში დღეს, 19 ოქტომბერს კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 


close დახურვა