logo
ENG



იმნაძე: ორ შემთხვევაში მიმდინარეობს ეპიდკვლევა დაინფიცირების შესაძლო წყაროებზე

31 მარ 202013:02
3 წუთის საკითხავი
 

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო დაინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელი არაა.

იმნაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია ახალი დაინფიცირებულებიდან ორის ინფიცირების წყარო.

„ბოლო ინფიცირებულების მდგომარეობა არ იძლევა შეშფოთების საფუძველს. ბოლო შემთხვევებიდან საინტერესო არის ორი შემთხვევა. დანარჩენები ყველა უკვე ცნობილი შემთხვევების კონტაქტებს შორის აღმოჩენილია. ორ შემთხვევაში მიმდინარეობს ეპიდკვლევა დაინფიცირების შესაძლო წყაროებზე“, - განაცხადა იმნაძემ.


close დახურვა