დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება კორონავირუსის გავრცელების რისკის მხრივ საშიშია.
„ის კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან გამოიყენება ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჰაერს შიგნით ატრიალებენ, სამწუხაროდ, მათი გამოყენება ჯერჯერობით, არსებული ყველა მონაცემით არის მაღალი რისკის შემცველი.
თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, რომელიც გრილდება და თუ მას არ აქვს სისტემები, რომლებსაც გარეთ გააქვს ჰაერი, ასეთი არ არის აბსოლუტური უმრავლესობა იმ კონდიციონერებისა, რომელსაც საყოფაცხოვრებო კონდიციონერები ჰქვია, მათი გამოყენება საშიშია,“ – ამბობს იმნაძე.