logo
ENG



იმნაძე: ფიქსირდება თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები

24 მარ 202013:52
3 წუთის საკითხავი
 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემოტანის გეოგრაფიული არეალი სულ უფრო იზრდება. იმნაძის თქმით, დაფიქსირდა თურქეთიდან შემოტანის შემთხევვაც. პაატა იმნაძემ ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.

„ახალი ქვეყანა ფიქსირდება თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები, დაემატა შეერთებული შტატებიდან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები, ისევ და ისევ შემოსული და ერთიც ოჯახის წევრზე გადაცემა. გეოგრაფია საკმად გაფართოვდა შემოტანილი შემთხვეევბის და ჯერჯერობით ყველაფერი არის კონტორლის ქვეშ“,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 67 შემთხევვა ფიქსირდება, რომელთაგან 2 ავსტრიის მოქალქე იყო და ისინი სპეცრეისით უკვე გაემგზავრნენ საკუთარ სამშობლოში. 9 პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

 


close დახურვა