logo
ENG



იმნაძე: ჩვენი გათვლებით, დღეში 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც გვყავს

24 ნოე 202022:22
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/24/7r5y817do3wlgfq.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება. 

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გათვლით, საქართველოში ყოველ დღე ინფიცირების საშუალოდ 10 000 ახალი შემთხვევაა. 

"2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ", - ამბობს იმნაძე. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 39 ადამიანი. ჩატარდა 5477 PCR ტესტი, რაც ნიშნავს, რომ ტესტირებულთა 57% კოვიდდადებითი აღმოჩნდა. 


close დახურვა