თუ იქნება მისაღები დამატებითი ღონსიძიებები ეს უკვე აღარ შეეხება ლოკალურად დასახლებებს და ქალაქებს შეიძლება მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს ზომები, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობა ვერ იაზრებს თუ რასთან აქვთ საქმე.
"სამწუხაროდ ისევ და ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაცა ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე. მაინც ვერ იაზრებს რა შეიძელბა ქვეყანაში მოხდეს, თუ ჩვენ არ დავემორჩილებით როგორც რჩევენბს, ასევე საკარანტინო ზომებს, რომელიც გამოცხადებულია", - განაცხადა იმნაძემ.