logo
ENG



იმნაძე ამბობს, რომ ოცნების ღონისძიებაზე მისი დასწრება პოლიტიკურ სიმპათიებზე მიანიშნებს

20 ივლ 202018:17
3 წუთის საკითხავი
clock 3930
eg3euc7asn6er9v.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე დასწრება მის პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს.

იმნაძის თქმით, დასწრება პოლიტიკურ სიმპატიებზე მინიშნება რომ არ ყოფილიყო, ის პრეზენტაციას არც დაესწრებოდა. 

„რომ არ მიანიშნებდეს, მე დღეს იქ არ ვიქნებოდი“. 

კითხვაზე - დაესწრებოდა თუ არა ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მსგავს ღონისძიებას, იმნაძემ ასე უპასუხა:

„გააჩნია ოპოზიციას. ნორმალური ადამიანი იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველდღე გაგინებს“, - თქვა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატთა სია წარადგინა. მმართველი გუნდის პრეზენტაციას ქვეყნის წამყვანი ექიმები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე. 

 


close დახურვა