გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ეკლესიაში ჰიგიენის წესის დაცვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკლესიის გადასაწყვეტია თუ როგორ მოხდება ადამიანის ზიარება.
„რწმენა და მეცნიერება - ფილოსოფიური კამათი შეგვიძლია გამოგვივიდეს. ჩვენი რეკომენდაცია არ არის რიტუალებისთვის, ჩვენი რეკომენდაციები არის ადამიანებისთვის, რომელთაც უნდა დაიცვან წესი - იქნება ეს ეკლესიაში, მეჩეთში, სახლში თუ რესტორანში. ჩვენ ვეუბნებით ადამიანს, რომ ერთნაირად დაიცვან წესები. ეს არის ეკლესიის გადასაწყვეტი, ჩვენ ადამიანებს ვურჩევთ, დანარჩენი ეკლესიის გადასაწყვეტია. ჩვენი რეკომენდაცია არის ადამიანებისთვის, რომ მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის წესები, მათ შორის იგივე ჭურჭელთან მიმართებაში“, - განაცხადა იმნაძემ.
დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. ჯამში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანია დაინფიცირებული.