logo
ENG



იმნაძე ზუგდიდში პირბადეების დარიგებაზე: არ არის პიარის და ქულების დაწერის დრო

26 მარ 202016:34
3 წუთის საკითხავი
 
2y6dxfauqz25nmn.png

„არ არის ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო", - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში პირბადეების დარიგების აქციას, რამაც ქალაქის ცენტრში ხალხმრავლობა გამოიწვია.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, თუ პარტიის წარმომადგენლებს დახმარების სურვილი ჰქონდათ, პირბადეები მოსახლეობისთვის სახლებში უნდა მიეტანათ და ამით ხალხმრავლობას თავიდან აიცილებდნენ.

„არ არის ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო. ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინათ, ხალხმრავლობას აღარ გამოიწვევდნენ. ამდენი შეგნება და ტვინი, ხომ ყველას უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ზუგდიდსა და რუსთავში მოქალაქეებს პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები დაურიგეს. ნივთების დარიგებამ ადგილზე ხალხმრავლობა გამოიწვია, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი მთავრობის წევრებმა გააკრიტიკეს. პროცესს საქართველოს მესამე პრეზიდენტიც გამოეხმაურა და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

 

 


close დახურვა