logo
ENG



ინაშვილი რუსეთიდან დაფინანსებაზე - 8 მილიონი ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერია 8

24 აგვ 202018:55
3 წუთის საკითხავი
 
zcxbb15ylv0y3lo.png

"რვა მილიონიან ბიუჯეტზე იყო საუბარი. ეს არის აბსოლუტური აბსურდი. რვა მილიონი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა", - ამის შესახებ ირმა ინაშვილმა ორგანიზაცია "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლი პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება.

ინაშვილის თქმით, საგამოძიებო მასალებში რვა მილიონიან ბიუჯეტზე, ალბათ, იმიტომ არის საუბარი, რომ პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო ნომერი არის 8.

"რვა მილიონიანი ალბათ, იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი რვა არის. ჩვენი საარჩევნო ნომერი 41 რომ ყოფილიყო, ალბათ, 41 მილიონიან ბიუჯეტს გაგვიანგარიშებდნენ და 41 მილიონს დაგვაბრალებდნენ, ხო?", - აცხადებს ინაშვილი.

ცნობისთვის, ორგანიზაცია "დოსიეს" ინფორმაციით, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლი "პატრიოტთა ალიანსს" პირდაპირ ეხმარება. 

გამოცემის ცნობით, უკვე ჩამოყალიბებულია მრავალმილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი, დამზადებულია სააგიტაციო ვიდეორგოლები, დაქირავებულია პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი მოსკოვური კომპანიიდან POLITSECRETS. მიხეევს გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებული პირები - ФСБ-ს  თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაკსიმოვი და ГРУ-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი - კურირებენ.

"დოსიეს" ცნობით, ქართველმა პოლიტიკოსებმა მოსკოვში საარჩევნო კამპანიის ოთხი თვის ბიუჯეტი გაგზავნეს. ისინი სუვენირებზე $166 667-ის დახარჯვას გეგმავენ, ზოგად ხარჯები კი $8 430 625-დაა შეფასებული.

 

 


close დახურვა