ინდოეთი საპროტესტი აქციებმა მოიცვა. მოსახლეობა ახალი კანონის მიღებას აპროტესტებს, რომელიც მიგრანტებისთვის მოქალაქოების მინიჭებას ითვალისწინებს.
დოკუმენტი მხოლოდ არა-მუსლიმებზე ვრცელდება. პროტესტის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ოპოზიცია და უფლებადამცველები ხელისუფლება მუსლიმების მარგინალიზაციაში ადანაშაულებენ. კანონი გააკრიტიკა გაერომაც და მას დისკრიმინაციული უწოდა.
აქციები დელიში გასულ კვირას დაიწყო და დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. ერთკვირიან არეულობას ინდეოთში 6 ადამიანი ემსხვერპლა, 60-ზე მეტი კი დაშავდა.