logo
ENG



ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა

07 მაი 202501:06
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/07/wxq5zgw46sym23c.jpg

ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. BBC-ის ცნობით, თავდაპირველა ამის შესახებ პაკისტანმა განაცხადა. 

პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელმა თქვა, რომ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა პაკისტანის 3 სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს თავდასხმა.

მოგვიანებით, ინდოეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ პაკისტანში მდებარე 9 ობიექტზე იერიში განახორციელა. 

პაკისტანში ამბობენ, რომ თავდასხმას უპასუხებენ. 

Reuters პაკისტანზე დაყრდნობით წერს, რომ ინდოეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. 


close დახურვა