ინდოეთში მეწყრის შედეგად სახლების ნგრევას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მეწყერი და წყალდიდობა მუმბაის სამ გარეუბანში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
ინდოეთში ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობას მომდევნო დღეებშიც ელიან. მთავრობის ინფორმაციით, შესაძლოა კონკრეტული რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციაც გახდეს საჭირო.
Reuters-ის ინფორმაციით, მაშველები გადარჩენილების საპოვნელად მიწას ხელებითაც კი თხრიდნენ, რათა მიწის ქვეშ მოყოლილი დაშავებულები ეპოვათ.