ინდოეთში პანდემიის დროს კორონავირუსით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულებად გადაკეთებულ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. ინციდენტს 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები პაციენტები არიან.
ხანძრის შედეგად დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. ადგილზე ხანძრის ლოკალიზებას მაშველები 2 საათის განმავლობაში ცდილობნენ. გადარჩენილი პაციენტები ქალაქის სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.