logo
ENG



ინდოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან

27 მაი 202008:20
3 წუთის საკითხავი
 

ინდოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. დელი-თბილისი-დელის ავიარეისით დღეს საქართველოში ინდოეთში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეებიც ჩამოვლენ. დაბრუნების მსურველი მოქალაქეები გოას, რაჯასტანისა და მაჰარაშტრას შტატებიდან საელჩოს მიერ დაქირავებული ტრანსპორტით დელში გადაიყვანეს.

სავიზო პრობლემების მოგვარებაში საქართველოს მოქალაქეებს ინდოეთის საელჩო დაეხმარა. საქართველოს საელჩომ გოას შტატში ჩარჩენილ მოქალქეები საცხოვრებელი ადგილითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყო. 


close დახურვა