logo
ENG



ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა

31 ოქტ 202208:54
3 წუთის საკითხავი
 

გუშინ ინდოეთის შტატ გუჯარატში საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა - დაღუპულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ჩამონგრევის დროს ხიდზე 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, სულ მცირე 77 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით კლინიკებში გადაიყვანეს. ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.

230-მეტრიანი ისტორიული ხიდი ქალაქ მორბიში მე-19 საუკუნეში ბრიტანეთის მმართველობის დროს აშენდა. იგი დაკეტილი იყო რემონტისთვის ექვსი თვის განმავლობაში და საზოგადოებისთვის ხელახლა გასულ კვირას გაიხსნა.


close დახურვა