logo
ENG



ინდოელი სტუდენტები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას გამართავენ

22 ნოე 201908:59
3 წუთის საკითხავი
 
8l9deaw74u6lqcw.jpg

„თავისუფლება ვაჟა ექიმს" - დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტები  აქციას მოაწყობენ. არასამთავრებო ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის" ორგანიზებით, საქართველოში მყოფი ინდოელი სტუდენტები 24 ნოემბერს პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და მდუმარე მარშს გამართავენ. 

„კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის" თავმჯდომარე დარისპან პრაშერი აცხადებს, რომ ორგანიზაცია ქართველებს გვერდით დაუდგება.

„ჩვენ აქციას გავმართავთ და სოლიდარობას გამოვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილს. ჩვენთან ერთად იქნებიან სხავდასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ჩვენ ყველა სიტუაციაში გვერდით დავუდგებით ქართველებს", - განაცხადა პრაშერმა.


close დახურვა