logo
ENG



ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა - დაიღუპა 11 მთამსვლელი, 12-ს ამ დრომდე ეძებენ

05 დეკ 202309:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/05/xxowlertmsisz9c.jpg

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა, ხოლო 12-ს ამ დრომდე ეძებენ. დასავლეთ სუმატრაში ვულკანი მარაპი კვირას ამოიფრქვა.

ვულკანის ამოფრქვევის დროს იმ არეალში დაახლოებით 75 მთამსვლელი იყო. ორშაბათს სამი გადარჩენილი 11 მთამსვლელის ცხედრებთან ერთად იპოვეს. სამძებრო-სამაშველო ჯგუფის სპიკერმა ჯოდი ჰარიავინმა თქვა, რომ ყველა მათგანი ადგილობრივი იყო.

ამავე რაიონიდან ევაკუირებულ იქნა 49 მთამსვლელი და ბევრ მათგან დამწვრობები აღენიშნებოდა. როგორც ჰარიავინმა თქვა, ერთ-ერთი გარდაცვლილის ევაკუაციას 4-6 საათი დასჭირდა.

"ეს ძალიან რთულია".

კვირას 2 891 მეტრის სიმაღლის ვულკანი ამოიფრქვა, რომელმაც ფერფლი ცაში თითქმის სამ კილომეტრზე გაუშვა.

კუნძულ სუმატრაზე მარაპი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, მისი ყველაზე მომაკვდინებელი ამოფრქვევა 1979 წელს მოხდა, როდესაც 60 ადამიანი დაიღუპა.

ხელისუფლებამ მეორე დონის საგანგებო ვითარება გამოაცხადა და მოსახლეობას კრატერთან მიახლოება 3 კილომეტრის მანძილზე აუკრძალა.

ვიდეო კადრებში ნაჩვენებია ვულკანური ფერფლის უზარმაზარი ღრუბელი, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ცაში, მანქანები და გზები კი ფერფლით დაიფარა.

ორშაბათს დილით მცირე ამოფრქვევამ სამაშველო სამუშაოები დროებით შეაჩერა. ვულკანური ფერფლი დაახლოებით 800 მეტრის სიმაღლეზე გამოვარდა.


close დახურვა