logo
ENG



ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

21 ნოე 202219:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/21/4fst0k2hgu61ngb.jpg
Reuters

ინდონეზიაში, ჯავის პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ ჯავაში, ქალაქ ციანჯურთან იყო.

ინდონეზიის კატასტროფების შესუსტების სააგენტომ (BNPB) განაცხადა, რომ დანგრეული შენობების ქვეშ სულ მცირე 25 ადამიანია დარჩა.

BNPB-ის სპიკერმა აბდულ მუჰარიმ განაცხადა, რომ ძებნა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

"ვარაუდობენ, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი დროთა განმავლობაში გაიზრდება."- ამბობს ჯავის გუბერნატორი, რიდვან კამილი.

BNPB-მ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად 2200-ზე მეტი სახლი დაზიანდა.


close დახურვა