გუშინ ინდონეზიაში, ჯავის პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 162 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ ჯავაში, ქალაქ ციანჯურთან იყო.
ინდონეზიის კატასტროფების შესუსტების სააგენტოს (BNPB) სპიკერმა, აბდულ მუჰარიმ გუშინ განაცხადა, რომ რომ მიწისძვრის შედეგად 2200-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
2004 წელს, კუნძულ სუმატრასთან 9,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამი, რომელმაც 14 ქვეყანას დაარტყა, შედეგად კი 226 000 ადამიანი დაიღუპა.
2021 წლის იანვარში ინდონეზიაში მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2018 წელს კი ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 000-ს ადამიანს გადააჭარბა.