logo
ENG



ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 268-მდე გაიზარდა

22 ნოე 202216:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/22/r5h2g6aweh44fjb.jpg

ინდონეზიაში, ჯავის პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 268-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. 

დაშავებულია ათასზე მეტი მოქალაქე. დაკარგულად ითვლება 151 ადამიანი.

მიწისძვრვა გუშინ მოხდა. ეპიცენტრი დასავლეთ ჯავაში, ქალაქ ციანჯურთან იყო.

მიწისძვრის შედეგად  22 000-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. 58 000-მდე ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

2004 წელს, კუნძულ სუმატრასთან 9,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამი, რომელმაც 14 ქვეყანას დაარტყა, შედეგად კი 226 000 ადამიანი დაიღუპა.

2021 წლის იანვარში ინდონეზიაში მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2018 წელს კი ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 000-ს ადამიანს გადააჭარბა.


close დახურვა