logo
ENG



ინდონეზიაში სამგზავრო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ - არის მსხვერპლი

05 იან 202411:14
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: Reuters

ინდონეზიაში სამგზავრო მატარებლები შეეჯახა ერთმანეთის, რის შედეგადაც სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამივე დაღუპული ეკიპაჟის წევრი იყო, ხოლო სულ მატარებელში 478 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებული მგზავრები კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვთ.

შეტაკება ადგილობრივი დროით, დილით, 06:03 საათზე მოხდა. სარკინიგზო ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


close დახურვა