ინდონეზიაში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძარი ინდონეზიის კუნძულ სულავესზე, ნიკელის ქარხანაში გაჩნდა. ხანძრის შედეგად 46 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქარხანაში დილის 5:30 საათზე მოხდა. დაღუპულთა შორის 9 ინდონეზიელი, 4 კი ჩინელია.