logo
ENG



ინდონეზიის ჯარში ქალების მიღებისას ე.წ. ქალწულობის ტესტს აღარ ჩაატარებენ

06 აგვ 202115:27
3 წუთის საკითხავი
 
ინდონეზიის ჯარში ქალების მიღებისას ე.წ. ქალწულობის ტესტს აღარ ჩაატარებენ

მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ ინდონეზიის ჯარში ქალებს ქალწულობის ტესტს აღარ ჩაუტარებენ. ეს პროცედურა ცნობილია, როგორც ე.წ. ორი თითის ტესტი, როცა ჯარში გაწევრიანების მსურველ ქალებს ექიმები ამოწმებდნენ, მთელი იყო თუ არა მათი საქალწულე აპკი.

უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნულ პროცედურად დიდი ხანია აკრიტიკებენ და შეურაცხმყოფელს უწოდებდნენ.

სატელევიზიო მიმართვის დროს ინდონეზიის შტაბის უფროსმა, გენერალმა ანდიკა პერკასამ განაცხადა, რომ ეს პრაქტიკა შეწყდებოდა და ქალებს ისევე აიყვანდნენ ჯარში, როგორც კაცებს.

"არის რაღაცები, რაც რელევანტური არაა და ჩვენ ვეღარ ჩავატარებთ მსგავსი ტიპის ექსპერტიზას. ქალებიც ისეთ შემოწმებას გაივლიან, როგორსაც კაცები გადიან", - თქვა გენერალმა. ჯერჯერობით უცნობია გადაწყვეტილებას შეუერთდებიან თუ არა საჰაერო დანაყოფები და ფლოტი.

Human Rights Watch აცხადებს, რომ ინდონეზიის არმია ქალების აყვანისას ათეულობით წლის განმავლობაში შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ და არამეცნიერულ ე.წ. ქალწულობის ტესტს იყენებდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პრაქტიკის გაუქმება სწორი გადაწყვეტილებაა.

ტესტის გაუქმება მიესალმებიან ქალებიც. ანინდი იხსენებს, რომ 23 წლის წინ თვითონაც გაიარა აღნიშნული ტესტი და გაოცებული იყო, როცა მაღალი შედეგების მიუხედავად უარი ჯარში აყვანაზე უარი უთხრეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქალწულობის ტესტირება არამეცნიერული და მავნებლურია, ამასთან, არღვევს ქალთა უფლებებს.


close დახურვა