პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, კანცელარიაში, ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა გაიმართა. მთავარი განსახილველი თემები იყო, საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, ინვესტორების ხელშეწყობა, გადახდის უნარობის ახალი კანონპროექტი და ის საკითხები რომლებიც ბიზნესისთვის აქტუალურია. შეხვედრაში მონაწილეობდნენ, იბიარდის დირექტორი, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი, ბიზნესომბუდსმენი და მინისტრთა კაბინეტის წევრები.