ინსტრუქტორებს შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს სათხილამურო სეზონი გუდაურში. სოციალურ ქსელებში ვრცელდება არაერთი ვიდეო, საიდანაც ჩანს, რომ ქართველი სპეციალისტები უცხოელებს ავიწროებენ, ემუქრებიან და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე ჩავიდა ფორმულას გადამღები ჯგუფი. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივებმა ინსტრუქტორებმა ადგილები მოინიშნეს და უცხოელ ტრენერებს მიახლოების უფლებას არ აძლევენ. მიზეზად ასახელებენ, რომ თითქოსდა უცხოელებს საერთაშორისო ლიცენზიით საქმიანობის უფლება არ აქვთ. საპასუხოდ კი ამერიკელი და ევროპელი ინსტრუქტორები ხსნიან, რომ აქვთ სამუშაო ვიზა და შესაბამისი დოკუმენტები - ორივე მხარე საკითხის დარეგულირებას სახელმწიფოსგან ითხოვს