ოლიგარქ ივანიშვილის პარტია ფორმულას დამფუძნებელს პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს. ოცნების თავდასხმის სამიზნე კვლავ დავით კეზერაშვილია, ახალ ფორმალურ საფუძველს კი მმართველი პარტია ფორმულას მფლობელის ინტერვიუში ეძებს. კეზერაშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ პოლიტიკაში არ მონაწილეობს, არ უხსენებია პარტიების დაფინანსება, მაგრამ ივანიშვილის დეპუტატებს ეჭვები მაინც ფულთან დაკავშირებით უჩნდებათ.