logo
ENG



ინტერმა დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა

24 ოქტ 201909:39
3 წუთის საკითხავი
 
8qvp041ysxna8j3.png

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მორიგი შეხვედრებზე  ცენტრალური დაპირისპირება F ჯგუფში შედგა. ინტერმა დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ანგარიში ლაუტარო მარტინესმა 27-ე წუთზე გახსნა და ტაიმი გუნდმა ამ შედეგით მოიგო. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლილა. მეორე ბურთის გატანა 89-ე წუთზე კანდრევამ მოახერხა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ამავე ჯგუფში ბარსელონამ სტუმრად 1:2 მოუგო სლავიას და 7 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.


close დახურვა