პანდემიის პიკის დროს ექიმებს შორის დაპირისპირება მწვავე სახეს იძენს. ინფექციონისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ თენგიზ ცერცვაძე სახელმწიფო კლინიკური ხელმძღვანელობიდან უნდა წავიდეს. კრიტიკის მთავარი მიზეზი ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის პროტოკოლია. თავად ცერცვაძემ განაცხადა, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და ექიმები ეპიდვითარებას ეფექტიანად მართავენ, უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს კი, რომლებიც სერიოზულ კრიზისში მყოფ ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებენ, მოუწოდა, "საკუთარ ქვეყნებს მიხედონ".
ინფექციონისტების ნაწილი თენგიზ ცერცვაძის გადადგომაზე ალაპარაკდა
03 დეკ 202021:03
3 წუთის საკითხავი