logo
ENG



ინფექციონისტი: ალბათობა იმისა, რომ აგრესიული ტესტი იქნება ზუსტი უნდა იყოს მაღალი

23 მარ 202022:33
3 წუთის საკითხავი
 

 

ინფექციონისტი, მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, აგრესიული ტესტის შემოღების შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ ტესტი იქნება ზუსტი უნდა იყოს მაღალი. აღნიშნულზე ზალდასტანიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა.

როგორც ინფექციონისტმა გადაცემაში განაცხადა, ექიმები ქვეყანაში სწრაფი ტესტის შემოღებას მიესალმებიან.

„ბოლნისსა და მარნეულში იქნება აგრესიული ტესტირება. მიზნობრივ ჯგუფებში თუ ჩატარდება სწრაფი ტესტი ძალიან კარგია, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ტესტი იქნება ზუსტი და სწორი უნდა იყოს მაღალი. იმ შემთხვევაში თუ არ არის ზუსტი შეიძლება ხელის შეშლა მოხდეს. მაგრამ შესანიშნავი მაგალითი მოგვცა სამხრეთ კორეამ, სადაც ჩატარდა აგრესიული ტესტირება და ძალიან სწრაფად მოხდა უკუგანვითარება, უკან დაიწია დაავადების განვითარებამ. ამხელა ფუფუნება ჩვენ სახელმწიფოს არ აქვს, რაც აქვს სამხრეთ კორეას, მაგრამ შეძლებისდაგვარად თუ დაიწყება სწრაფი ტესტი რა თქმა უნდა მივესალმები და მომხრე ვართ ამის ყველა ექიმი“,-განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

შეგახსენებთ, ამ მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 61 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 8 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და გაწერილია კლინიკიდან.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

 


close დახურვა