5 ახალი პაციენტი შეიყვანეს ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, შესაბამისად კლინიკაში ამ დროისათვის უკვე 24 პაციენტი იმყოფება. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ბიოლოგიური ნიმუშებიდან კი 8 პასუხი უკვე ცნობილია. არც ერთ შემთხვევაში, კორონა ვირუსი არ დადასტურდა. კლინიკაში რჩება ის 3 პაციენტიც, რომელთაც, ვირუსი უკვე დადასტურებული აქვთ.
ინფექციური საავადმყოფოს ექიმის მარინა ენდელაძის განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამჟამად ლაბორატორიულად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში 24 ადამიანია მოთავსებული. გარდა ამისა, „რესპუბლიკურ“ საავადმყოფოში იმყოფება 16 პაციენტი. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, კიდევ ორის მიყვანას ელოდებიან.