![qs2o7d3cntlw3m9.jpg](/uploads_script3/news/qs2o7d3cntlw3m9.jpg)
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 24 პაციენტი რჩება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათგან ხუთის ანალიზების შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.
„ახლა გვყავს 24 პაციენტი, ინფიცირებულთა მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ გვყავდა 36 პაციენტი, 24 მათგანის ანალიზები წაიღეს ლუგარის ლაბორატორიაში და 19 მათგანს არ დაუდასტურდა ვირუსი, ამიტომ გადაყვანილნი არიან საკარანტინო ზონაში", - აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა. სამივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.