თბილისის საერთაშორისო აერპორტიდან ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით კიდევ ერთი ადამიანი შეიყვანეს.
29 წლის მამაკაცი ტრანზიტული რეისით ჩინეთიდან ბრუნდებოდა. ახალგაზრდა ტემპერატურის მატებით ბოქსირებულ გნაყოფილებაშია მოთავსებული. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, აეროპორტიდან კლინიკაში გადაყვანილი პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
„ამჟამად ეს პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. მას ფილტვების ანთება არ აქვს. პაციენტს არანაირი კლინიკური გამოვლინება არ აქვს და იმყოფება დაკვირვების ქვეშ. ოთხი პაციენტი არის ჩვენთან. ორი მათგანის ანალიზები გამოსაკვლევად გაგზავნილია ჰოლანდიაში. ორ მათგანს ადგილზე ავუღეთ ანალიზები“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით ბოქსირებულ განყოფილებაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ ოთხი ადამიანი იმყოფება. ოთხივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ შორის ორი პირის ანალიზების პასუხი დღეს გახდება ცნობილი, დანარჩენ ორს კი კორონავირუსზე გამოკვლევა თბილისში ჩაუტარდება.
ამ დროისთვის, 426-მდე გაიზარდა ჩინეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.
ხუბეის პროვინციაში, რომელიც უხანის რეგიონის შემდეგ დაავადების ერთ-ერთი უდიდესი კერაა, გასული დღე-ღამის განმვლობაში 64 ადამიანი დაიღუპა, რაც ახალი კორონავირუსით შედეგად გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელია.
ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა. ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსისგან უკვე 396 ადამიანი განიკურნა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 23 ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 151 ადამიანს დაუდასტურდა. ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.