ხვალ გახდება ცნობილი, ატარებენ თუ არა კორონავირუსს ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ქართველები. ბოლო პაციენტი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. 25 წლის ქართველი გოგო ჩინეთიდან, დუჯანიანის პროვინციიდან არის ჩამოსული. მის გარდა ინფექციურში 32 წლის ქალი და 24 წლის მამაკაციც რჩებიან დაკვირვების ქვეშ.
როგორც მედიასთან საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ორ პაციენტს ტემპერატურა აღარ აქვს, ერთს კი, დაბალი ტემპერატურა აღენიშნება,.ჯერჯერობით ისინი ლაბორატორიული კვლევების პასუხამდე, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში რჩებიან.
„არც ერთ მათგანს რენტგენოლოგიურად პნევმონია არ აქვს დადასტურებული. ორს ტემპერატურა არ აღენიშნება, ხოლო ერთს დაბალი ტემპერატურა აღენიშნება, მაგრამ ჯერჯერობით კლინიკაში რჩებიან. ორი მათგანის, ერთი ქალისა და ერთი ახალგაზრდა კაცის სისხლი გერმანიაში გამოსაკვლევადაა გაგზავნილი“, - განაცხადა ცერცვაძემ.