logo
ENG



ინფექციურის დირექტორი: ჩინელ ბავშვებს A ტიპის გრიპი აქვთ

30 იან 202017:59
3 წუთის საკითხავი
clock 516
wyvo18sljobs81k.jpg

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კლინიკაში შეყვანილი 9 ჩინელ მოქალაქეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩინელ ბავშვებს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იყვნენ, გრიპის ვირუსი დაუდგინდათ.

„გადაიგზავნა და გრძელდება სხვა ვირუსზე გამოკვლევები. ჩინელ ბავშვებთან გარკვეულია, რომ მათ A ტიპის გრიპი აქვთ. მათი კლინიკური მდგომარეობა შეეფერება ამ ტიპის ვირუსს. დანარჩენ 7 მოქალაქეს არ ქონდათ ტემპერატურა. ის შვიდი მოქალაქე ჩვენთან არ არიან. ბავშვებს რენტგენოლოგიურად არ დაუდასტურდათ პნევმონია. ისინი დარჩებიან კლინიკაში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოიყვანეს. ამ ადამიანებს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ.


close დახურვა