logo
ENG



ინფექციურის დირექტორი:ბოქსირებულ განყოფილებაში საქართველოს ერთი მოქალაქეც იმყოფება

30 იან 202016:30
3 წუთის საკითხავი
clock 321
b98bi7rqeb21phy.jpg

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ დროისთვის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ჯამში სამი ადამიანი იმყოფება - ორი ჩინელი ბავშვი და ერთი საქართველოს მოქალაქე.

„რაც შეეხება ეროვნებით ქართველ 24 წლის ახალგაზრდას, რომელიც მუშაობს ჩინეთში, ჩამოვიდა და აეროპორტში დაუფიქსირდა ტემპერატურის მატება, მოვიდა და მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში. ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულია ეს 24 წლის საქართველოს მოქალაქე და 6-7 წლის ორი ჩინელი ბავშვი. სამივე მათგანს უახლოეს პერიოდში ჩაუტარდება გამოკვლევები და გადავწყვეტთ რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოიყვანეს. ამ ადამიანებს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ.


close დახურვა