logo
ENG



ინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტების პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია

07 აპრ 202011:10
3 წუთის საკითხავი
 

სამეგრელო შესაძლოა მორიგ საკარანტინო ზონად გამოცხადდეს. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსით ინფიცირებული სპორტსმენის სამ უშუალო კონტაქტს განმეორებითი კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდგინდება, არ არის გამორიცხული რეგიონში მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს. ჯერჯერობით სპორტსმენის კონტაქტებისთვის განმეორებითი ტესტები არ აუღიათ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ პაციენტებს სიმპტომების გამოვლენამდე განმეორებითი ტესტი არ ჩაუტარდებათ და ისინი ორ კვირიან კარანტინს გაივლიან.

„პირველი ტესტი იყო და დადასტურებული არ არის, მაგრამ კარანტინში გადაგვყვავს, პირდაპირი კონტაქტი იყო და დავაკვირდებით. განმეორებითი ჯერ არ სჭირდებათ, თუ გამოუვლინდა რომელიმეს რამე სიმპტომი დააკვირდებიან. იზოლირებული არიან ერთმანეთისგან და არიან კარანტინში“,-განაცხადა ნანა მხეიძემ.

რაც შეეხება 38 წლის ქალს, რომლიც ასევე სპორტსმენის კონტაქტია, ის  ფოთის ცხელების ცენტრში, მწვავე რესპირატორული სიმპტომებით წალენჯიხიდან შეიყვანეს, პირველადი ტესტით კი მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

შეგახსენებთ საქართველოს მასშტაბით ამ მონაცემებით კორონავირუსის 195 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 39 პირი, გარდაცვლილია - 2.

კარანტინის რეჟიმში 4708 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 


close დახურვა