ინფიცირებული სპორტსმენის პირველად კონტაქტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან სამი მამაკაცის ანალიზის პასუხი გვიან ღამით მიიღეს. უარყოფითი პასუხის მიუხედავად, სამივეს საკარანტინო ზონებში მოათავსებენ. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.