ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი დანიელე რუგანი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, განცხადებას ავრცელებს. რუგანის განცხადება „იუვენტუსის“ ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზეა განთავსებული.
„თქვენ შეიძლება წაიკითხოთ ახალი ამბები და ამიტომ მინდა ყველა მშვიდად იყოს, ვინც ჩემზე ფიქრობს, კარგად ვარ.
მადლობა ყველა იმ ექიმს და ექთანს, ვინც საავადმყოფოში იბრძვის.
ყველას მოგიწოდებთ, რომ პატივი ვცეთ წესებს, რადგან ეს ვირუსი არ განასხვავებს! მოდით გავაკეთოთ ეს ჩვენი თავისთვის, ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის“, - წერს რუგანი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. ვირუსით დაინფიცირდა არაერთი ცნობილი სპორტსმენი და გაუქმდა უამრავი სპორტული ღონისძიება.
ამავე თემაზე: იხილეთ დაინფიცირებული ვარსკვლავები და გაუქმებული სპორტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.