logo
ENG



ინციდენტი როხში - სკოლის დირექტორის ქმარმა, მანქანას, რომელშიც ბავშვი იჯდა, ქვები ესროლა

12 მაი 202312:52
3 წუთის საკითხავი
clock 1366
ფოტო: ფორმულა/კადრი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, სკოლის დირექტორის ქმარმა ავტომობილს, რომლითაც ოჯახი გადაადგილდებოდა და რომელშიც ასევე ბავშვი იჯდა, ქვები ესროლა.

დაზარალებული გოგიტა სანიკიძე ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ როხის სკოლის დირექტორის ქმარმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მის მანქანას ქვები დაუშინა. მისივე თქმით, მომხდარს წინ დიდი ხნის კონფლიქტი უძღოდა. კერძოდ, სანიკიძე ამბობს, რომ როხის სკოლის დირექტორი მის შვილს აბულინგებდა, რის გამოც, ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა მოუწიათ.

მისივე თქმით, თავდამსხმელი ასევე როხის სკოლაში მუშაობს, თუმცა ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება.

"ჩემი შვილი დააბულინგა მისმა მეუღლემ [სკოლის დირექტორმა]. რატომღაც ისე ხდება, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. პოლიციას უნდა ვკითხო - მკვლელობა უნდა მოხდეს, რომ რაიმე ზომები მიიღონ?! ჩემი ცოლისთვის და შვილისთვის უსაფრთხოებას ვითხოვ", - თქვა გოგიტა სანიკიძემ.


close დახურვა