logo
ENG



იონათამიშვილი სააკაშვილზე: უნდა დაბრუნდეს და შევიდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდებიან

07 სექ 202014:30
3 წუთის საკითხავი
 
worz1ks82gxm5bq.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებით ოპოზიციის ეს ნაწილიც მისი თანამზრახველი გახდა. ჟურნალისტებთან საუბარში იგი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი, დაბრუნების შემთხვევაში, ციხეში წავა. 

"ამ ადამიანმა, ფაქტობრივად, 10 დღის წინ უმძიმესი დანაშაულები აღიარა. ამის მერე ოპოზიცია ასახელებს მას პრემიერ-მინისტობის კანიდატად. ცხადია, ის უნდა დაბრუნდეს და შევიდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდებიან.

ქართული მართლმსაჯულება ელოდება იქ. არც ამ ადამიანს და არც მის მხარდამჭერებს არ აქვთ რესურსი, რაიმე ზეგავლენა მოახდინონ ქართულ პოლიტიკურ გავლენაზე. ისინი არიან პოლიტიკის წარსულები და ამ დასახელებით მისი თანაპარტიელები აღიარებენ რომ არიან თანამზრახველები", - ამბობს იონათამიშვლი. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველია, ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი იქნება.
ნაციონალური მოძრაობის ოფისში გრიგოლ ვაშაძემ განცხადება დღეს, 7 სექტემბერს გააკეთა. თავად სააკაშვილი 21:00 საათზე ილაპარაკებს, როგორ გეგმავს ქვეყანაში დაბრუნებას.
ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ საქართველოში ბრუნდება. პასუხად ქართული ოცნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ როგორც კი სააკაშვილი საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ.

close დახურვა