logo
ENG



იონათამიშვილი ქართული მარშის პროტესტზე: პროტესტის უფლება აქვს ყველას

08 ნოე 201912:44
3 წუთის საკითხავი
 
1uw025yf2spmtqh.png

კინოთეატრ ამირანში დაგეგმილ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე დეპუტატები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" გარშემო განვითარებულ ხმაურიან მოვლენებზე საუბრობენ. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ დაცული იქნება ყველას გამოხატვის თავისუფლება.

საკითხს "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით პროტესტის უფლება აქვს ყველას, ოღონდ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი ფორმით.

"ხელოვნება არის ხელშეუხებელი და რასაკვირველია ჩვენს ქვეყანაში სიტყვის გამოხატვა არის ხელშეუხებელი. პროტესტის უფლება აქვს ყველას მათ შორის ნებისმიერი მიმართულებით, ოღონდ ცხადია ეს უნდა იყოს მშვიდობიანი ფორმით,"- განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

 


close დახურვა