საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში ოჯახი ამბობს, რომ 14 წლის გოგო ქორწინების მიზნით გაიტაცეს.
ფორმულას ინფორმაციით, ის 23 დღეა მეზობელ სოფელში, გამტაცებელი კაცის ბებიასთან იმყოფება. ამასთან, შეზღუდული აქვს კომუნიკაცია და ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია.
გოგოს ბებია და მამიდა ყვებიან, რომ ბავშვს სამი წლის განმავლობაში ემუქრებოდნენ გატაცებით და 11 წლის ასაკში იძულებით დანიშნეს. მათივე ინფორმაციით, გოგო ხუთმა პირმა გაუტაცა.
ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახისგან განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს:
"ვრეკავთ შსს-ში და გვეუბნებიან, რომ ბავშვი უსაფრთხოდაა და პრობლემა არ არსებობს. თუმცა, აბსოლუტურად სხვა ინფორმაციას ვიღებთ სოფელში: ნასამართლევი საქმრო დაკავებული არ არის, გოგონა საქმროს ბებიასთანაა, სადაც ეს კაცი აკითხავს; ამბობენ, რომ მოლამ ჯვარიც დასწერაო. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გოგონა არ არის საკუთარ ოჯახში. მორიგი ადრეული ქორწინების მიჩუმათება ხდება იორმუღანლოში სწორედაც რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით და დუმილით.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციას ელოდება.