logo
ENG



იოსელიანი: წელს სამართალდამცავები მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ

25 ივნ 202415:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/25/wz7g70m6h2f5sci.jpg

2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის შინაარსის და ფორმის მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა. ამ წელსაც იყო შეკრების დაშლის მიზნით გამოყენებული არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებების გატარების შემთხვევები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა. უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, 2024 წელს 2023 წლისგან განსხვავებით, ჩემს მიერ მონახულებულ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს იმას, რომ 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა.

საგულისხმოა, რომ შეკრებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება დღევანდელ კონსტიტუციური წესისგან შეუთავსებელ 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე მიმდინარეობს. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რათა საბჭოთა პერიოდის კოდექსი ადამიანის უფლებების ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს


close დახურვა