იოჰანესბურგში საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი.
ხელისუფლების განცხადებით, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა გახდა ხუთსართულიან კორპუსში ხანძრის გაჩენის მიზეზი.
მეხანძრეებმა შენობიდან რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს. სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა, რობერტ მულაუძიმ აღნიშნა, რომ ხანძარმა მთლიანად გაანადგურა შენობა და დაღუპულების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.