logo
ENG



იპსოსის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ ივანშვილი პრემიერად დაბრუნდება

27 იან 202022:05
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია „ფორმულას"  დაკვეთით  ჩატარებული ფრანგული ავტორიტეტული ორგანიზაცია „იპსოსის“ კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

კითხვაზე, რისთვის დაბრუნდება ივანიშვილი პოლიტიკაში, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • შეიქმნას პოლიტიკური იმუნიტეტი - 15 %
  • გადაჭრას ქვეყნის შიგნით მდგარი პრობლემები -17 %
  • გადაჭრას ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემები -   32 %
  • გააძლიეროს ქართული ოცნების მმართველობა - 21 %
  • ქვეყნის წინაშე მდგარი საერთაშორისო პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც შეეხება დასავლეთის კრიტიკას, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით - 15 %.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული კომპანია „იპსოსი“ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ატარებს ხალხის განწყობების შესახებ სოციოლოგიურ გამოკითხვებს.   


close დახურვა