logo
ENG



ირაკლი აბესაძე: ივანიშვილმა ძალიან ცინიკურად გადააგდო საზოგადოება და მთელი ქვეყანა

14 ნოე 201917:02
3 წუთის საკითხავი
 
ctyxfylg3kh7kgp.png

"ივანიშვილმა ძალიან ცინიკურად გადააგდო მთელი საზოგადოება და მთელი ქვეყანა, "- ამის შესახებ განცხადებას "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე აკეთებს. მისი განცხადებით, ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ მაჟორიტარული სისტემით 2020 წლის არჩევნებს ვერ ჩაატარებს.

"ეს ნამდვილად იქნება საზოგადოების გაერთიანებული პროტესტი. ივანიშვილმა ძალიან ცინიკურად გადააგდო მთელი საზოგადოება და მთელი ქვეყანა და მისი ეს ტყუილი წონის ყველა სხვა ტყუილებს, რომელიც მანამდე უთქვამს საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ ამ ტყუილის შედეგი არის ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის წერტილის დასმა. ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ 2020 წელს მაჟორიტარული სისტემით არჩევნებს ვერ ჩაატარებს და ხელისუფლებას ვერ მიიტაცებს. ეს იქნება ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასი,"- აცხადებს აბესაძე. 

მისი განცხადებით ყველანაირი რადიკალური ფორმა პოლიტიკური პროცესის ბოიკოტირების, პოლიტიკურ პროცესში ქართული ოცნების იძულების იქნება გამოყენებული. ეს შეიძლება იყოს საპარლამენტო ცხოვრების და არჩევნების ბოიკოტირებაც


close დახურვა